სწრაფია | მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა მყისიერად აისახება თქვენ ანგარიშზე და მისი განკარგვა მომენტალურად შეგიძლიათ |
უსაფრთხოა | თანხების მოძრაობა ხდება მაქსიმალურად დაცულ გარემოში. გამორიცხულია თანხის ”დაკარგვა” ან სისტემური შეცდომები |
მოსახერხებელია | არ გჭირდებათ ხურდის დაბრუნება და ფისკალური ჩეკის ამორტყმა, თავიდან იცილებთ მომხმარებელთა უკმაყოფილებას და საგადასახადო რისკს. მარტივად იღებთ დეტალურ საფინანსო ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ |
უნივერსალურია | PAY-ში ჩართულ მერჩანტთან გადახდა შეიძლება ნებისმიერი VISA და MasterCard ბარათით, ასევე Sმარტივით, GIFT CARD-ით და eMoney ელექტრონული საფულით. გადახდა შეიძლება როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე ინტერნეტით, SMS-ით, Facebook-ით, ელ. ფოსტით (მალე), NOVA-ს ფეიბოქსით, OSMP-ს და TBC Pay-ს თვითმომსახურების ტერმინალებით (მალე). |
იაფია | სხვა საგადამხდელო სისტემებთან შედარებით, Sმარტივით და PAY-ს ბარათებით და გადახდის სხვა არხების გამოყენებისას საკომისიო მხოლოდ 1%-ია. შეღავათიანი ტარიფები VISA და MasterCard ბარათებისთვის |