ხშირად გვეკითხებიან

(განახლების ბოლო თარიღი: 9 დეკემბერი, 2011)

როგორ ჩავერთო PAY სისტემაში?

ამ ვებსაიტის მთავარ გვერზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს "დარეგისტრირდი", შეავსეთ მოცემული კითხვარი და ერთი დღის ვადაში თქვენ დაგიკავშირდებათ ლიბერთი ბანკის თანამშრომელი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: 255 55 00.

ვინ არის მერჩანტი?

”მერჩანტს” ვეძახით საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანიებს. ისინი ვინც ფართო მომხმარებლებს ემსახურებიან. ჩვენ გვგონია ”მერჩანტი” უკეთესად ჟღერს ვიდრე ”ვაჭარი”, რომელიც ინგლისური merchant-ის ზუსტი თარგმანია.

რა დრო მჭირდება PAY-ში ჩასართავად?

თქვენგან განაცხადის მიღებიდან 24 საათში მოგაწვდით ხელშეკრულების პაკეტს. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში თქვენ ჩაერთვებით PAY სისტემაში. გადმოგცემთ საბარათე პოს ტერმინალს და მოგენიჭებათ მომხმარებლის კოდი (ნიკი), სისტემაში დარეგისტრირდება სალაროების მობილურის ნომრები. თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ გადახდები პლასტიკური ბარათების, მობილურის და სხვა საშუალებებით.

თუ გსურთ ინტერნეტ მაღაზიის ჩართვა PAY სისტემაში, ეს 2 დღიან ვადაშია შესაძლებელი (იმ შემთხვევაში თუ თქვენი მაღაზია უკვე მზადაა და სტანდარტული გადახდის ოპერაციაა მხოლოდ ასაწყობი).

რა ღირს PAY-ში ჩართვა?

PAY-ში ჩართვა უფასოა.

როგორ გავაგებინო ჩემ მომხმარებლებს, PAY-ში რომ ვარ ჩართული?

სისტემაში ჩართვისას თქვენ მიიღებთ სარეკლამო მასალებს და მანიშნებლებს. მათ შორის კარის და სალაროს სტიკერებს, პლასტიკის სადგამებს. თქვენი სურვილის მიხედვით დაგიმონტაჟებთ გარე ლაითბოქსს.

მე უკვე მაქვს საქართველოს ბანკის და თი-ბი-სი ბანკის საბარათე ტერმინალები, PAY-ში ჩართვა რატომ შეიძლება დამჭირდეს?

ამ სისტემაში ჩართვით თქვენ გაიფართოვებთ იმ ბარათების წრეს, რომლების მიღებასაც შეძლებთ. კერძოდ, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ Sმარტივი ბარათი და ლიბერთი ბანკის სასაჩუქრე ბარათები (GIFT CARD), რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. თქვენ ასევე შეძლებთ მიიღოთ PAY სისტემის ყველა ახალი ბარათი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ Sმარტივი ბარათით გადახდისას თქვენი საკომისიო მხოლოდ 1% იქნება. შეადარეთ ეს VISA ან AmericanExpress ბარათის საკომისიოს, რომელიც თითქმის სამჯერ და, ზოგჯერ მეტადაც, აღემატება ამ რიცხვს.

მაგრამ PAY მარტო საბარათე ტერმინალი როდია. ახლა თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები მობილური ტელეფონით, ინტერნეტით, ფეისბუკით, საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი თვითმომსახურების ტერმინალით (ფეიბოქსით).

მე ჩავერთე mobipay სისტემაში, მაგრამ დიდი პოპულარობა ჩემ მომხმარებლებში ამ სისტემამ არ მოიპოვა. PAY რატომ გაამართლებს?

PAY ლიბერთი ბანკის სისტემაა, ამიტომ მის უკან დგას ამ ბანკის ასობით ათასი კლიენტი. გარდა ამისა, ეს სისტემა მოქნილი და მრავალფორმატიანია: მომხმარებელს, თავისი სურვილის მიხედვით, შეეძლება მობილურით, პლასტიკური ბარათით, ინტერნეტით ან ფეიბოქსით გადახდა.

მე მარტო პლასტიკური ბარათით გადახდის სისტემა მაინტერესებს, ვერ ვხედავ მობილურით ან ინტერნეტით გადახდის დიდ ხეირს. რას მთავაზობთ?

PAY სისტემა მოქნილია არა მარტო მომხმარებლის, არამედ მერჩანტების მიმართაც. ჩვენ სისტემას მოვარგებთ თქვენ მოთხოვნებს და თქვენთან მხოლოდ პლასტიკური ბარათით გადახდის ოპციას დავტოვებთ.

რა მარკეტინგულ საშუალებებს მაძლევს PAY?

თქვენ შეგეძლებათ სარეკლამო ან პრომო ინფორმაცია მიაწოდოთ პოტენციულ მომხმარებლებს რამოდენიმე მაღალეფექტური არხით:

• SMS-ების გაგზავნა თქვენ კლიენტებთან, ან მიზნობრივ სამომხმარებლო ჯგუფებთან ლიბერთი ბანკის მომხმარებლების მრავალათასიანი სიიდან
• Facebook-ის მეშვეობით თქვენი სარეკლამო ან საპრომოციო მესიჯის გავრცელება
• ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება შერჩეული აუდიტორიისათვის
• სარეკლამო წერილების და ბუკლეტების გაგზავნა თქვენ ან/და ლიბერთი ბანკის კლიენტებთან ბანკის საკურიერო ფოსტის Smartex-ის საშუალებით
• თქვენი პროდუქციის ან შეთავაზების განთავსება PAY-ის ონლაინ და Facebook მაღაზიაში
• თქვენი პროდუქციის ან შეთავაზების განთავსება თბილისის ავტობუსების გაჩერების ბანერებზე

მე პატარა საკონდიტრო მაქვს, ინტერნეტ მაღაზიის შექმნის და მართვის რესურსები მე არ მაქვს, ინტერნეტ გადახდები რაში გამომადგება?

PAY სისტემა თქვენ გთავაზობთ მზა ინტერნეტ და ფეისბუკ მაღაზიას თქვენი პროდუქტის განსათავსებლად. თქვენ მხოლოდ თქვენი პროდუქტის ინფორმაციის ატვირთვა დაგჭირდებათ, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. მომხმარებელი თქვენ ტორტს ან ნამცხვარს პირდაპირ ინტერნეტიდან შეიძენს. თქვენი სურვილის მიხედვით, შეგეძლებათ პროდუქტი მომხმარებლებს თქვენივე საკონდიტროში მიაწოდოთ, ან სახლში მიართვათ ჩვენი საკურიერო სამსახურის დახმარებით.

მართალია, რომ PAY-ს საკომისიო მხოლოდ 1%-ია?

დიახ, PAY სისტემის და ლიბერთი ბანკის სხვა ბარათებისათვის.

თუმცა PAY სისტემით ასევე VISA და MasterCard ბარათების მიღება შეიძლება. საკომისიო ამ ბარათების შემთხვევაში უფრო მაღალია და ინდივიდუალურად განისაზღვრება. ამ ბარათებზეც ძალიან კონკურენტული ტარიფები გვაქვს.

რაში მჭირდება უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა?

უნაღდო ანგარიშსწორების წილი მერჩანტების შემოსავალში განუხრელად იზრდება. ეს საერთაშორისო ტენდენციაა. ამიტომ, თუ გინდათ თქვენი ბიზნესის განვითარება, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაში უნდა იყოთ ჩართული. სწორი სისტემის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გთავაზობთ PAY-ს, საქართველოში არსებულ ყველაზე უნივერსალურ და მოქნილ სისტემას. თქვენ არა მარტო ყველა ტიპის VISA და MasterCard ბარათების, არამედ ლიბერთი ბანკის Sმარტივი და სასაჩუქრე ბარათების (GIFT CARD), მიღებას შეძლებთ. ამას ერთად, თქვენ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გადაიხადონ როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე SMS-ის, ინტერნეტის, Facebook-ის და თვითმომსახურების ტერმინალის (ფეიბოიქსის) საშუალებით.

არ ვიცი რითი დავიწყო

ჯერ შეგიძლიათ ამ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნოთ. აუცილებლად დარეგისტრირდით (ეს ძალიან მარტივი პროცედურაა - დააჭირეთ ღილაკს ”დარეგისტრირდი”). ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და თქვენ კითხვებს გასცემს პასუხს. ჩვენ დაგიმონტაჟებთ საჭირო დანადგარებს და პროგრამებს. მოგაწვდით ინსტრუქციებს და ვასწავლით თქვენ თანამშრომლებს. სცადეთ, რას კარგავთ! ჩვენ სისტემაში ჩართვა უფასოა!

ინტერნეტ გადახდები რაში შეიძლება დამჭირდეს?

სულ უფრო მეტი ადამიანი შესყიდვებს ინტერნეტით აკეთებს. ეს ყველაზე დინამიური და მზარდი მოთხოვნების მომხმარებელთა სეგმენტია. ამ სეგმენტზე გასვლისათვის არ გჭირდებათ საკუთარი ონლაინ მაღაზიის აწყობა. განათავსეთ თქვენი პროდუქტი ან შეთავაზება Pay.ge-ის ონლაინ ან ფეისბუკ მაღაზიაში.

ნაღდ ფულს ვარ მიჩვეული, უნაღდო ანგარიშსწორებას არ ვენდობი

PAY უსაფრთხო სისტემაა. ის საუკეთესო საერთაშორისო ანალოგების ბაზაზე აიგო. გადარიცხვები ლიბერთი ბანკის სისტემაში ხორციელდება. გამორიცხულია თანხის ”დაკარგვა”.

ვის მივმართო პრობლემის შემთხვევაში?

მიმართეთ ლიბერთი ბანკის 24-საათიან სატელეფონო ცენტრს ნომერზე 255 55 00, Skype: www.merchant.pay.ge ან ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს.

რა არის საინფორმაციო პანელი?

www.merchant.pay.ge-ს საინფორმაციო პანელი (Dashboard) არის ვებსაიტის ძირითადი კომპონენტი. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი გაყიდვების დინამიკა, შეამოწმოთ თქვენი ანგარიშების ბალანსი, ნახოთ ბიზნესის ამსახველი გრაფიკული და ფინანსური ინფორმაცია.

როგორ უნდა შევიდე საინფორმაციო პანელში?

პანელში შესასვლელად თქვენ უნდა ჩართული იყოთ PAY სისტემაში. თქვენ განაცხადში მითითებულ ელფოსტის მისამართზე მოგივათ პაროლი. ამ ვებგვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ ღილაკს ”შესვლა”, აკრიფეთ თქვენი ელფოსტა და პაროლი.

თუ ჯერ არ ხართ ჩართული PAY სისტემაში, მაშინ დარეგისტრირდით: ამ ვებსაიტის მთავარ გვერზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკ "დარეგისტრირდი", შეავსეთ მოცემული კითხვარი და ერთი დღის ვადაში თქვენ დაგიკავშირდებათ ლიბერთი ბანკის თანამშრომელი.

რა არის ”ნიკი”?

თუ ჯერ არ ხართ ჩართული PAY სისტემაში, მაშინ დარეგისტრირდით: ამ ვებსაიტის მთავარ გვერზე, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკ "დარეგისტრირდი", შეავსეთ მოცემული კითხვარი და ერთი დღის ვადაში თქვენ დაგიკავშირდებათ ლიბერთი ბანკის თანამშრომელი.

მაგალითები:

1. თქვენ გაქვთ ერთი მინიმარკეტი. შეგიძლიათ გქონდეთ მხოლოდ ერთი ნიკი. ამ ნიკს გამოიყენებთ, როგორც ვებსაიტზე შესვლისას, ასევე მომხმარებლებისგან გადახდების მიღებისათვის.

2. თქვენ გაქვთ სილამაზის სალონების ქსელი, რომელიც ოთხი სალონისაგან შედგება. შეგიძლიათ გქონდეთ 5 სხვადასხვა ნიკი. აქედან ერთი ნიკი ვებსაიტზე სრულ წვდომას გაძლევთ (გენერალური დირექტორისათვის), დანარჩენი ოთხი კი სალონებზე არის მიმაგრებული. თითოეული სალონი გადახდებს თავის ნიკზე იღებს და მხოლოდ თავის ინფორმაციას ნახულობს ვებსაიტზე.

როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა პანელში შესასველელი პაროლი?

სისტემაში შესვლის ფანჯარაში მარჯვენა ქვედა კუთხეში დააკლიკეთ ლინკს ”დაგავიწყდათ პაროლი?”. თქვენი პაროლის აღსადგენად, შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი (ელფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით), სურათზე გამოსახული ტექსტი და დააჭიროთ ღილაკს "თანხმობა". პროცესის შესაწყვეტად, დააჭირეთ ღილაკს "შეწყვეტა". ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ლიბერთი ბანკის 24-საათიან სატელეფონო ცენტრს ნომერზე 255 55 00.

ჩემ კომპანიას ლიბერთი ბანკში აქვს რამოდენიმე ანგარიში გახსნილი. შემიძლია თუ არა ყველა ეს ანგარიში დავინახო პანელში შესვლისას?

დიახ. PAY-ში დარეგისტრირების დროს თქვენ ავსებთ განაცხადის ფორმას. მიუთითეთ ამ ფორმაში ლიბერთი ბანკის ყველა ის ანგარიში, რომლის ბალანსის ნახვაც გინდათ.

შემიძლია თუ არა პანელში ანგარიშიდან ანგარიშზე თანხების გადატანა?

პანელი საინფორმაციო ვებგვერდია, ამიტომ აქ მსგავსი ოპერაციების გაკეთება არ შეიძლება. პანელის გვერდზე მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულია ღილაკი ”ინტერნეტ ბანკი”. დააჭირეთ ღილაკს, შედით ინტერნეტ ბანკში და შეასრულეთ გადარიცხვები.

შემიძლია თუ არა პანელში ანგარიშის ამონაწერის ნახვა?

დიახ.

პანელის გვერდის მარცხენა მხარეს არის სექცია ”ანგარიშის ინფორმაცია”, დააჭირეთ ლინკს ”Account Statement”, მიუთითეთ ვადები და მიიღეთ ამონაწერი. ამ ამონაწერის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Ms Excel-ის ფორმატში.

რა არის eMoney?

eMoney ელექტრონული საფულეა. გამოიყენება ინტერნეტში სხვადასხვა პროდუქტების და მომახურების შეასძენად. PAY სისტემაში ჩრთულ მერჩანტებს შეუძლიათ გადახდები eMoney-ს ანგარიშის მფლობელისაგან მიღება. გაიგე მეტი eMoney.ge