ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა

ფულის გათეთრების პრევენცია

რის გაკეთება მომეთხოვება მე?

თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი ვინაობისა და სხვა პირადი მონაცემების დადასტურება. www.merchant.pay.ge-მ შექმნა შემოწმების სპეციალური სისტემები, რომლებიც საბანკო ანგარიშისა და გადახდის ბარათების გამოყენების საშუალებით ადასტურებს თქვენს ვინაობას.

როდის?

შესაძლოა მოგთხოვონ თქვენი ვინაობის დადასტურება, როგორც ახალი საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ასევე მაშინაც, თუ უკვე ხართ მომხმარებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენი გადახდის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა www.merchant.pay.ge -ში გახსნილი თქვენი ანგარიში დაექვემდებაროს ტრანზაქციის პერიოდულ შეზღუდვებს, რომელიც დამოკიდებულია მომხმარებლის სტატუსსა და მოხმარების ინტენსივობაზე.

რატომ?

ვინაიდან, უკანონო შემოსავლის (ნარკოტიკების, იარაღის ვაჭრობიდან, ტრეფიკინგის ან კორუფციის შედეგად მიღებული შემოსავალი) ლეგალიზაციის მიზნით კრიმინალურმა ჯგუფებმა შესაძლოა ისარგებლონ უდანაშაულო პირებით (მათ შორის თქვენით) და გამოიყენონ მათი ვინაობა, ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ყველა მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების სისწორესა და შესაბამისობაში. არცერთ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს რომ თქვენ ხართ ეჭვმიტანილი – პირიქით, ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ დაცული იყოს თქვენი რეპუტაცია და არ დავუშვათ თქვენი სახელით ისარგებლოს სხვამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა იდენტობის დამადასტურებელმა სისტემებმა შესაძლოა მაქსიმალურად მცირე დისკომფორტი შეგიქმნათ, შემოწმების პროცესს სჭირდება რამდენიმე დღე.

ვინ არის ჩართული?

მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფოები და ფინანსურ ოპერაციებში ჩართული ორგანიზაციები გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ ფინანსური დანაშაულების გავრცელება და მათი საერთაშორისო ძალისხმევა ემსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინაღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას.

თქვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემდეგი:

    •  შევამოწმოთ ვინაობა და მისამართი;
    •  ვაწარმოოთ ყველა ტრანზაქციის ჩანაწერი წარმოდგენილ იდენტიფიკაციასთან ერთად;
    •  ვაკონტროლოთ ნებისმიერი სახის უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქცია;
    •  განვაცხადოთ ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის შესახებ.