სიახლე
10.09.2012PAY სისტემაში ჩართულ მერჩანტებს ვთავაზობთ მარკეტინგული კომუნიკაციის იაფ, ეფექტუურ და მრავალფეროვან არხებს SMS შეტყობინებების გაგზავნა ლიბერთი ბანკის ასი ათასობით კლიენტთან, ელექტრონული ფოსტის გზავნილები მიზნობრივ აუდიტორიასთან, რეკლამა ავტობუსის გაჩერებებზე, ბუკლეტების კარდაკარ დარიგება სპარტექსის საკურიერო ფოსტის საშუალებით, თქვენი ფასდაკლების შეთავაზებების swoop-ge ვებ გვერდზე განთავსება, რომელსაც დღეში 20,000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, თქვენი ობიექტის Pinpoint-ის ონლაინ რუქაზე განთავსება.
10.07.2012PAY მერჩანტები უკვე Pinpoint-ის რუქაზე! Pinpoint-საქართველოში ყველაზე დეტალური რუქაა ინტერნეტში. რომელზეც დატანებულია 30,000 -ზე მეტი ობიექტი და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. საიტს ჰყავს ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი დღეში. PAY სისტემაში ჩართული ობიექტები ავტომატურად ხვდებიან Pinpoint-ის რუქაზე. ეს მერჩანტები სხვებისგან განსხვავეული მანიშნებლით გამოირჩევა და სხვა ობიეტქებზე უფრო ადვილად იძებება. მერჩანტის აღწერასთან ერთად ცალკე ფანჯარში განთავსდება მისი შეთავაზება. მერჩანტს თავად შეუძლია დაამატოს თავისი ობიექტის ფოტო და დეტალური ინფორმაცია თავის გვერდზე Pinpoint-ში.
10.05.2012PAY საგადამხდელო სისტემა ელექტრონული კომერციის მერჩანტებს ახალ ფუნქციას სთავაზობს! სისტემაში ჩართულ მერჩანტს საშუალება აქვს კლიენტის მიერ მის ვებ გვერდზე შესრულებული გადახდა ავტომატურად დაყოს რამდენიმე ნაწილად და სხვადასხვა ანგარიშზე გადარიცხოს ონლაინ რეჟიმში. ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია იმ მერჩანტებისათვის, რომლებიც შერეულ საქონელს ყიდიან და სხვადასხა მომწოდებლებთან აქვთ ურთიერთობა.
07.03.2012PAY.ge ვებ გვერდი მნიშვნელოვნად განახლდა! მარტის თვეში მნიშვნელოვნად განახლდა PAY ვებ გვერდი. დაემატა ვიდეო სახელმძღვანელოები მომხმარებლებისათვის, მთავარ გვერდზე გაჩნდა სისტემაში ჩართული მერჩანტების ჩამონათვალი, მათი ლოგოები, განახლდა ტექნიკური დოკუმენტაცია.
26.01.2012დეკემბრის თვის განმავლობაში PAY სისტემაში უკვე 15 ახალი მერჩანტი ჩაერთო. მათ შორის: რესტორანი ”ოვალი”, ტანსაცმლის მაღაზია ”&Style”, სააფთიაქო ქსელი ”კრისტალი”, ღვინის მაღაზია ”მარანი 2011”
21.12.2011გვინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან PAY სისტემით სარგებლობა უკვე შეგიძლიათ შემოსავლების სამსახურში!
14.12.2011გაცნობებთ, რომ დღეიდან PAY სისტემა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა! დაინერგა PAY ბარათების დამატებითი დაცვითი მექანიზმი - Sმარტივი პლასტიკური ბარათით გადახდისას უკვე აუცილებელია პინ კოდის შეყვანა
12.12.2011სიახლე ჩვენს მომსახურებაში! 12 დეკემბრიდან PAY სისტემაში ჩაერთო ინტერნეტ მაღაზია mandarina.ge.
01.12.2011განახლდა PAY სატარიფო ბადე
17.11.2011დღეს ლიბერთი ბანკმა საქართველოს მოსახლეობას პირველი ეროვნული და უნივერსალური საგადამხდელო სისტემა, PAY შესთავაზა. PAY სისტემა პროვაიდერებსა და საცალო და ინტერნეტ ბიზნესებს (მერჩანტებს) სთავაზობს გადახდის მრავალმხრივ არხებს ერთიანი ინტერფეისის ფარგლებში. დღეისათვის, საქართველოში PAY საგადახდო მომსახურებაში ჩართულია 250-მდე მერჩანტი, 70-ზე მეტი პროვაიდერი, 20-ზე მეტი ინტერნეტ მაღაზია და მომსახურების ობიექტი და 250-მდე ბანკომატი. სისტემა გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სრული დაცულობით. მერჩანტებს აქვთ საშუალება ონლაინ რეჟიმში მიიღონ დეტალური ინფორმაცია ყველა ტრანზაქციის შესახებ.