მცირე ბიზნესებისთვის

გადახდისთვის გამოიყენეთ:

            

თქვენ მცირე ბიზნესის პატრონი ხართ, გაქვთ მაღაზია, კაფე ან სხვა სავაჭრო ან მომსახურების ობიექტი. სხვადასხვა ბანკები გთავაზობენ მათი საბარათე პოს ტერმინალების დაყენებას. რატომ PAY?

PAY ყველაზე მოქნილი და უნივერსალური სისტემაა საქართველოში. მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის VISA და MasterCard ბარათების მიღება. გარდა ამისა, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ყველაზე გავრცელებული ეროვნული საგადახდო ბარათი Sმარტივი. თქვენ ასევე შეგეძლებათ მიიღოთ ლიბერთი ბანკის სასაჩუქრე ბარათები (GIFT CARD) - ახალი, პოპულარული და მზარდი საგადახდო საშუალება და eMoney - საქართველოში ყველაზე გავრცელებული ელექტრონული საფულე, თქვენს ვებ-გვერდზე

არასოდეს გიფიქრიათ, ან არ გაქვთ საშუალება შექმნათ თქვენი ონლაინ მაღაზია? ჩვენ გაძლევთ საშუალებას განათავსოთ თქვენი პროდუქტი ან შეთავაზება PAY-ს ინტერნეტ და Facebook მაღაზიებში. ჩვენვე გაგიწევთ კურიერულ მომსახურებას და თქვენს პროდუქტს მომხმარებელს სახლში მივართმევთ.

PAY-ში ჩართვასთან ერთად, თქვენ გეძლევათ ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც აქამდე მხოლოდ დიდ კომპანიებს შეიძლება ჰქონოდათ. ეს არის საშუალება მიაწოდოთ თქვენი წინადადებები მომხმარებელთა მიზნობრივ ჯგუფებს ელექტრონული ფოსტის, მობილურის SMS-ის და Facebook-ის საშუალებით.

მიიღეთ ოპერატიული და დეტალური ინფორმაცია თქვენი შემოსავლების შესახებ. პირდაპირ www.merchant.pay.ge ვებსაიტიდან გადმოტვირთეთ დეტალური ფინანსური და ანალიტიკური ინფორმაცია. ამისათვის კვალიფიციური ფინანსისტი ან ბიზნეს ანალიტიკოსი აღარ არის საჭირო.