ინტერნეტ მაღაზიებისთვის

გადახდისთვის გამოიყენეთ:

            

სწორი ინტერნეტ ექვაირინგის შერჩევას ინტერნეტ მაღაზიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. PAY გთავაზობთ გადახდის საშუალებების ყველაზე დიდ არჩევანს საუკეთესო ტარიფებით. ჩვენ სისტემაში ჩართვით თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ გადახდები: VISA და MasterCard ბარათებიდან, Sმარტივი ანგარიშებიდან, ლიბერთი ბანკის სასაჩუქრე ბარათებიდან (GIFT CARD), eMoney-ს ანგარიშებიდან.

მხოლოდ ჩვენი სისტემის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ გადახდები ისეთი კლიენტებისაგან მიიღოთ, ვისაც არც ბარათები და არც საბანკო თუ ელექტრონული ანგარიშები აქვთ. ასეთ მომხმარებლებს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას გადაიხადონ ნაღდი ფულით საქართველოში მოქმედი ნებისმიერი თვითმომსახურების ტერმინალის (ფეიბოქსის) საშუალებით.

Facebook მაღაზიები ონლაინ ვაჭრობის განსაკუთრებით სწრაფად მზარდი სეგმენტია. PAY სისტემა ორიენტირებულია Facebook მომხმარებლებზე. თუ გაქვთ Facebook მაღაზია, ჩვენ სპეციალურად ამ მიზნისათვის მორგებულ გადახდის საშუალებებს შემოგთავაზებთ. თუ გეგმავთ Facebook მაღაზიის შექმნას, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან მის ორგანიზებაში.

ონლაინ მაღაზიებისათვის მწვავედ დგას პროდუქტის მომხმარებლისათვის მიწოდების საკითხი, განსაკუთრებით იქ, სადაც ფოსტა განვითარებიული არ არის. ჩვენ გთავაზობთ ლიბერთი ბანკის კურიერულ მომსახურებას (Smartex) ამ ამოცანის გადასაწყვეტად.

PAY-ში ჩართვა უფასოა. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ინტერგარციის ამოცანების გადაწყვეტაში.