თქვენი მომსახურების ან მაღაზიების ქსელს უკვე აქვს (და ზოგჯერ ერთზე მეტი ბანკიდანაც) საბარათე ტერმინალები. მაშინ რატომ PAY?
PAY ყველაზე მოქნილი და უნივერსალური სისტემაა საქართველოში. მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის VISA და MasterCard ბარათების მიღება. გარდა ამისა, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ყველაზე გავრცელებული ეროვნული საგადახდო ბარათი Sმარტივი. თქვენ ასევე შეგეძლებათ მიიღოთ ლიბერთი ბანკის სასაჩუქრე ბარათები (GIFT CARD) - ახალი, პოპულარული და მზარდი საგადახდო საშუალება. სასაჩუქრე ბარათების ჩუქება Facebook-ითაც არის შესაძლებელი.PAY არა მარტო პლასტიკური ბარათით გადახდის საშუალებაა. Sმარტივი ანგარიშის მფლობელები საშუალებას იღებენ ასევე გადაიხადონ SMS-ის, ინტერნეტის და Facebook-ის საშუალებით. გაიფართოვეთ ამით თქვენი მომხმარებლების წრე.
ხშირად თქვენ გიჭირთ დროულად მიიღოთ დეტალური და ზუსტი ამონაწერი პლასტიკური ბარათებით გაკეთებული შესყიდვების შესახებ. PAY-სთან ეს პრობლემები არ გექნებათ. თქვენ შეძლებთ პირდაპირ ვებსაიტიდან გადმოტვირთოთ დეტალური ინფორმაცია ასეთი ტრანზაქციების შესახებ. ყველა ტრანზაქციაზე მითითებული იქნება დრო, ადგილი, გადახდის არხი და ბანკის საკომისიო.
თუ უკვე გაქვთ ონლაინ მაღაზია, ჩვენ მოგცემთ გადახდების ყველაზე მრავალფეროვან საშუალებას. ჩვენ სისტემაში ჩართვით თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ გადახდები: VISA და MasterCard ბარათებიდან, Sმარტივი ანგარიშებიდან, ლიბერთი ბანკის სასაჩუქრე ბარათებიდან (GIFT CARD), eMoney ელექტრონული საფულედან და ნაღდი ფულითაც კი.
თუ მხოლოდ განიხილავთ ონლაინ მაღაზიის გახსნას, ჩვენი სპეციალისტები მოგეხმარებიან პლატფორმის შერჩევაში და გადახდის სისტემის სწორ აწყობაში.