ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს

გადახდისთვის გამოიყენეთ:

            

რაში მჭირდება უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა?

უნაღდო ანგარიშსწორების წილი მერჩანტების შემოსავალში დღითიდღე იზრდება. ეს საერთაშორისო ტენდენციაა. ამიტომ, თუ გინდათ თქვენი ბიზნესის განვითარება, უნდა იყოთ ჩართული უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაში. სწორი სისტემის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გთავაზობთ PAY-ს, საქართველოში არსებულ ყველაზე უნივერსალურ და მოქნილ სისტემას. თქვენ არა მარტო ყველა ტიპის VISA და MasterCard ბარათების, არამედ ლიბერთი ბანკის Sმარტივი და სასაჩუქრე ბარათების (GIFT CARD), მიღებას შეძლებთ. ამასთან ერთად, თქვენ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გადაიხადონ როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე SMS-ის, ინტერნეტის, Facebook-ის და თვითმომსახურების ტერმინალის (ფეიბოქსის) საშუალებით.

არ ვიცი რითი დავიწყო

ჯერ შეგიძლიათ ამ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნოთ. აუცილებლად დარეგისტრირდით (ეს ძალიან მარტივი პროცედურაა - დააჭირეთ ღილაკს ”დარეგისტრირდით დღესვე”). ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და თქვენს კითხვებს გასცემს პასუხს. ჩვენ მოგაწვდით საჭირო მოწყობილობებს, პროგრამებს, ინსტრუქციებს და ჩავუტარებთ შესაბამის ტრეინინგს თქვენს თანამშრომლებს. სცადეთ, რას კარგავთ! ჩვენ სისტემაში ჩართვა უფასოა!

რაში შეიძლება დამჭირდეს ინტერნეტ გადახდები?

სულ უფრო მეტი ადამიანი შესყიდვებს ინტერნეტით აკეთებს. ეს ყველაზე დინამიური და მზარდი მოთხოვნების მომხმარებელთა სეგმენტია. ამ სეგმენტზე გასვლისთვის არ გჭირდებათ საკუთარი ონლაინ მაღაზიის აწყობა. განათავსეთ თქვენი პროდუქტი ან შეთავაზება PAY-ის ონლაინ ან Facebook მაღაზიაში.

ნაღდ ფულს ვარ მიჩვეული, უნაღდო ანგარიშსწორებას არ ვენდობი

PAY უსაფრთხო სისტემაა. ის საუკეთესო საერთაშორისო ანალოგების ბაზაზე აიგო. გადარიცხვები ლიბერთი ბანკის სისტემაში ხორციელდება. გამორიცხულია თანხის ”დაკარგვა”. ნახეთ წამყვანი ქართული იურიდიული კომპანია ”ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” იურიდიული დასკვნა PAY-ს შესახებ.